Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კარგოპოლო
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
"კარგოპოლო" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

მისამართი: თბილისი აკაკი ბელიაშვილის 187 ნომერი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

** სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია, ოფისის მენეჯმენტი
** ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი, ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
** გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
** განაკვეთი: სრული განაკვეთი
** დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200
** დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული მობილური პაკეტი

დამსაქმებლის მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
** სპეციალობა / სპეციალიზაცია (სასურველი): ადმინისტრაცია, ოფისის მენეჯმენტი
** საგანმანათლებლო დონეები: ბაკალავრი
** ენები: ქართული, რუსული

კომპანია გთავაზობთ:

** საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას (ამასთან სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას);
** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო პირობებს ოფისში;
** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
** კორპორატიულ დაზღვევას.

"Cargo Polo" არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების / სპეცტექნიკის / სხვა მოძრავი აქტივების კომპლექსურ გადაზიდვაზე. მომსახურება მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის მიწოდებას: შესყიდვის პლატფორმებზე წვდომების გაზიარება, სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში, ტვირთის დასაწყობება ამერიკაში, კონსოლიდაცია, საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში, ბროკერინგი, ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე, ტვირთის დაზღვევა და ა.შ.

კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია.

2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი.

კომპანიაში ფუნქციონირებს After sales / Support - დეპარტამენტები რაც გაყიდვების მენეჯერების გუნდს საშუალებას აძლევს მთელი სამუშაო დრო მოახმარონ პორტფელის ზრდას, კონცენტრირდნენ გაყიდვების პროცესზე და არა არსებული კლიენტების მომსახურებაზე. აღნიშნული მუშაობის სისტემა ერთი-ორად ზრდის მენეჯერების პროდუქტიულობას და სასურველი ფინანსური შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა დროის მოკლე პერიოდში.

მოვალეობები:

** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა, მათი გადამისამართება საჭიროებისამებრ
** შიდა და გარე კორესპონდენციის მართვა - მიღება, შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება, გაგზავნა, გაცემა.
** სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება
** ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესების მართვა
** შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა
** ზრუნვა ოფისის ესთეტიურობასა და სისუფთავეზე

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სისხარტე)
** უცხო ენის ცოდნა (რუსული b2)
** ქართული - სრულყოფილად
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ლოგიკური აზროვნება;
** ტექნიკური აზროვნება;
** ახალი საქმიანობის მიმართ სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** Microsoft Office-ის ცოდნა;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:45-დან 18:00 საათამდე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargopolo.com

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოფის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.

შერჩევის პირველი ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე