|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Apart Venue
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 09 აპრილი
|
კომპანია "Apart Venue" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"Apart Venue" უზრუნველყოფს დეველოპმენტის მარკეტინგსა და გაყიდვების აუთსორსინგს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია (სოც. ქსელები; ტელეფონი);
** მოლაპარაკებისა და შეხვედრის წარმოება;
** გაყიდვების შემდგომ პერიოდში, ბინის ჩაბარებამდე მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** დებიტორული დავალიანებების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** ულიმიტო სასაუბრო დროს ყოველთვიურად.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:30-18:30, ყოველ მეორე შაბათს 10:30-18:30
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info@apartcompany.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია.
|
|
|
|