Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=706466&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: FINEX
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 15 მარტი
კომპანია "Finex"-ი აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** საწყობში პროდუქციის მიღება, დათვლა - პროდუქციისა და დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი;
** პროდუქციის დახარისხება სამუშაო ინსტრუქციით მითითებული მახასიათებლების შესაბამისად;
** საწყობში შეკვეთების მომზადება და დროული გაცემის უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური ინვენტარიზაცია და რეპორტინგი.
** არსებული მასალების ნაშთები კონტროლი
** საწყობიდან გასული მასალების აღრიცხვა და კონტროლი.
** საწყობის მარაგების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შესყიდვების მოთხოვნა
** ყოველთვიური რეპორტი ბუღალტერიასთან, ნაშთების, გასული და შემოსული მასალების შედარება.
** თანამშრომლებზე ინსტრუმენტების აღრიცხვა;
** პროდუქციის უსაფრთხოებისა და შეფუთვის მთლიანობის უზრუნველყოფა;
** დაზიანებული, ამორტიზებული ან დაკარგული ინსტრუმენტების ასახვა და აქტების შედგენა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია საწყობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ინფორმაციის წარდგენისა და გადაცემის უნარი.
** დისციპლინირებულობა/პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდური მუშაობის კულტურა.
** კომუნიკაბელურობა.
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
გრაფიკი- სრული განაკვეთი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: ngudushauri@finex.ge.

შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "Finex" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;

რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 მარტი, 2026 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია