Робота для біженців з України
HoReCa მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HoReCa მენეჯერი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" ეძებს გუნდის ახალ წევრს HORECA მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

** HORECA სექტორში (სასტუმროები, რესტორნები, ბარები, კლუბები, ღვინის სპეციალიზირებული მაღაზიები) ახალი პარტნიორების მოძიება;
** არსებული ობიექტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება;
** პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზება ობიექტებში;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და მონიტორინგი;
** აქციებისა და პრომო აქტივობების დაგეგმვა HORECA ობიექტებში
** შეკვეთებისა და მარაგების კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია HORECA მიმართულებით)
** სასურველია ალკოჰოლური სასმელების ბაზრის ცოდნა
** მოლაპარაკების და კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** შედეგზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია)
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word)

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** ეფექტურ საბონუსე სისტემას;
** საწვავით უზრუნველყოფა
** ულიმიტო სასაუბრო + ინტერნეტი

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: oldkakheti@ktw.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე