Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=706438&print=yes&view=jobs
 
საინჟინრო კვლევების/პროექტირების სამსახურის ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო კვლევების/პროექტირების სამსახურის ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 23 მარტი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო კვლევებისა და პროექტირების სამსახურის ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯთაღრიცხვებში გამოყენებული ერთეული ფასების ანალიზი და მათი შესაბამისობის შეფასება მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან და საბაზრო ფასებთან;
** მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ცვლილებების შემთხვევაში წარმოდგენილი ახალი სამუშაოების ერთეული ფასების კალკულაციების ანალიზი;
** საჭიროების შემთხვევაში ინფრასტრუქტურული საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფასწარმომქმნელი სამუშაოების მოცულობების განფასება და ხარჯთაღრიცხვების შედგენა;
** კონტრაქტორი საპროექტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი დეტალური საინჟინრო პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადაფასება;
** საექსპლუატაციო ღონისძიებების დეპარტამენტის მიერ გადაუდებელი და ავარიული სამუშაოების ოპერატიულად განხორციელების მიზნით შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო ან შესაბამის სფეროში;
** ხარჯთაღრიცხვების მომზადების სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა ინფრასტრუქტურულ პროექტებში);
** სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების ღირებულებების განსაზღვრის პრინციპების ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 23.03.2026.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ხარჯთაღმრიცხველი"

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge.

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია