Робота для біженців з України
ფრონტ დესკის სუპერვაიზერი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ დესკის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Bound Solutions
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
"Bound Solutions" წარმოადგენს HR საკონსულტაციო და აუთსორსინგულ კომპანიას, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს ადამიანური რესურსების მართვის სრულ სერვისს და ინდუსტრიის სტანდარტებზე მორგებულ სტრატეგიულ გადაწყვეტებს. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს HR პროცესების გამართვაში და ყოველდღიურ ადმინისტრირებაში, რაც მათ საშუალებას აძლევს კონცენტრირდნენ ძირითად ბიზნეს საქმიანობაზე.საქმიანობის ფუნდამენტი არის რწმენა, რომ ნებისმიერი კორპორაციული წარმატების, ტექნოლოგიური პროგრესისა თუ ფინანსური სტაბილურობის მიღმა დგას ადამიანი - თავისი უნიკალური ემოციებით, ინტელექტუალური რესურსითა და დაუღალავი შრომით.

"Bound Solutions" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას: ფრონტ დესკის სუპერვაიზერი

ლოკაცია: ყაზბეგი
ობიექტი: 40 ნომრიანი სასტუმრო
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: 1300-1800 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)

პოზიციის აღწერა:

პოზიციის მიზანია ფრონტ ოფისის გუნდის მართვა და სტუმართა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფრონტ დესკის გუნდის მუშაობის ორგანიზება და კონტროლი;
** სტუმრების მიღებისა და რეგისტრაციის პროცესის ზედამხედველობა (Check-in / Check-out);
** რეზერვაციების პროცესის კონტროლი და სტუმართა მოთხოვნების ეფექტური მართვა;
** სტუმართა საჩივრებისა და პრობლემური სიტუაციების მართვა;
** სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია ეფექტური ოპერირების უზრუნველსაყოფად;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა და გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიურ ოპერაციებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასტუმრო ან მომსახურების სფერო);
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
** სტუმართა მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** თავაზიანობა და პროფესიული კომუნიკაცია;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
** აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე