Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=706426&print=yes&view=jobs
 
დასუფთავების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: მზიური გარდენსი
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
"მზიური გარდენსი" - თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს დასუფთავების სუპერვაიზერის პოზიციაზე, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მაღალი სტანდარტების დაცვაზე და სტუმრების მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფაზე.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომლისთვისაც სისუფთავე მხოლოდ საქმე კი არა, ცხოვრების სტილია!

ძირითადი მოვალეობები:

** აპარტამენტების საერთო სივრცეების და სხვა ზონების სისუფთავის ხარისხის შემოწმება სტანდარტებისა და გაიდლაინების მიხედვით
** თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება და მათი მუშაობის კონტროლი
** დასუფთავების პროცესის მართვა აპარტამენტების პოლიტიკის, ჰიგიენის ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად
** დასუფთავების მასალების კონტროლი და საჭიროებების შესახებ მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრების მოთხოვნებზე და შენიშვნებზე ოპერატიული რეაგირება
** სისუფთავის ხარისხზე, პრობლემებზე და გუნდის მუშაობაზე რეგულარული რეპორტინგი
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა
** გუნდური მუშაობისა და ხელმძღვანელობის უნარები
** კომუნიკაბელურობა და პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა

ჩვენი შეთავაზება:

** სტაბილური სამსახური საერთაშორისო ბრენდულ აპარტამენტებში
** პროფესიული ზრდისა და განვითარებისა შესაძლებლობა
** მეგობრული და პროფესიონალური გუნდი
** თანამედროვე სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია