Робота для біженців з України
ფრონტ დესკის მიმღები/რეცეფციონისტი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ დესკის მიმღები/რეცეფციონისტი
მომწოდებელი: Bound Solutions
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
"Bound Solutions" წარმოადგენს HR საკონსულტაციო და აუთსორსინგულ კომპანიას, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს ადამიანური რესურსების მართვის სრულ სერვისს და ინდუსტრიის სტანდარტებზე მორგებულ სტრატეგიულ გადაწყვეტებს. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს HR პროცესების გამართვაში და ყოველდღიურ ადმინისტრირებაში, რაც მათ საშუალებას აძლევს კონცენტრირდნენ ძირითად ბიზნეს საქმიანობაზე.საქმიანობის ფუნდამენტი არის რწმენა, რომ ნებისმიერი კორპორაციული წარმატების, ტექნოლოგიური პროგრესისა თუ ფინანსური სტაბილურობის მიღმა დგას ადამიანი - თავისი უნიკალური ემოციებით, ინტელექტუალური რესურსითა და დაუღალავი შრომით.

"Bound Solutions" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას: ფრონტ დესკის მიმღები/რეცეფციონისტი

ლოკაცია: ყაზბეგი
ობიექტი: 40 ნომრიანი სასტუმრო
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: 1000-1500 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)

პოზიციის აღწერა:

სასტუმრო ყაზბეგში აცხადებს ვაკანსიას ფრონტ დესკის მიმღების (რეცეფციონისტის) პოზიციაზე. პოზიცია პასუხისმგებელია სტუმრების მიღებაზე, რეგისტრაციაზე და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია (Check-in) და გაცილება (Check-out);
** ტელეფონზე და ონლაინ არხებზე შემოსული მოთხოვნების დამუშავება;
** რეზერვაციების მართვა და სტუმრების ინფორმირება სასტუმროს სერვისების შესახებ;
** სტუმრების კითხვებზე პასუხის გაცემა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასტუმრო ან მომსახურების სფერო);
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომუნიკაციისა და სტუმართან მუშაობის მაღალი უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** თავაზიანობა და პროფესიული კომუნიკაცია;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
** აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე