Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=706378&print=yes&view=jobs
 
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 20 მარტი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის სპეციალისტის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: დროებითი - დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლის ჩანაცვლება (დაახლოებით 6 თვე);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, მინდელის ქ. #3.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სურსათის უვნებლობის მართვის (HACCP) სისტემის მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ დოკუმენტაციის განახლების პროცესში მონაწილეობა;
** HACCP სისტემის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება და მიმდინარე სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
** წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით შიდა აუდიტის ჩატარება, აუდიტის შედეგების საფუძველზე ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილ ვადებში წარდგენა;
** აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში, სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათის ლაბორატორიული კვლევის მიზნით ნიმუშების აღება, მათი ტრანსპორტირება აკრედიტებულ ლაბორატორიაში და მიღებული შედეგების შეფასება;
** მომხმარებელთა საჩივრებზე ოპერატიული რეაგირება: შეუსაბამო სურსათის იდენტიფიცირება, პარტიის ნომრის დადგენა, პროდუქციის გადამოწმება, გამომწვევი მიზეზების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესის მართვა, მომწოდებელთან და მომხმარებელთან კომუნიკაციის უზრუნველყოფით;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება სასურსათო ტექნოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ბიოლოგიის ან ქიმიის მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სურსათის უვნებლობის მიმართულებით;
** HACCP-ის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა;
** სასურველია დამატებითი სერტიფიკატები: ISO 22000, FSSC, IFS;
** სურსაათის უვნებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** საკუთარი ავტომობილის ფლობა და B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "სურსათის უვნებლობის სპეციალისტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 მარტი, 2026 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია