|
დასახელება:
პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჰანიველ ცემენტი
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 09 აპრილი
|
|
თანდართული ფაილი:
706354_706350_2026___Application_Form_GE__1__3691882_2878303.zip
|
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე - ელექტრო და ავტომატიზაციის დარგში.
სამუშაო ლოკაცია: პროექტების შესაბამისად
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
** ელექტრო და ავტომატიზაციის მიმართულებით ინიცირებული პროექტების დაგეგმვა და მართვა, რათა პროექტი შესრულდეს დაგეგმილ დროში, ბიუჯეტში და მოთხოვნილი ხარისხით;
** სხვა პროექტის მენეჯმენტის დახმარება მათი პროექტების ელექტრო და ავტომატიზაციის ნაწილის დაგეგმვა, ადმინისტრირებასა და მართვაში;
** მუდმივი კომუნიკაცია ქარხნების ენერგეტიკულ სამსახურებთან, ქარხნების ელექტრო მეურნეობის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და აუცილებელი განსახორციელებელი პროექტების ინიცირება;
** უშუალო მონაწილეობა ელექტრო და ავტომატიზაციის მიმართულებით შესასრულებელი სამუშაოებისათვის სატენდერო დოკუმენტავციის შედგენის, კონტრაქტორის შერჩევის და შემდგომში კონტრაქტორის სამუშაოს შესრულების მონიტორინგი, როგორც ხარჯების ასევე დროისა და ხარისხის მხრივ;
** ელექტრო და ავტომატიზაციის მიმართულებით ინიცირებული პროექტების საპროექტო პროცესის კოორდინირება, საბოლოო ნახაზებისა და სქემების გადამოწმება და პროექტის ბოლოს ქარხნის ენერგეტიკული სამსახურისათვის საბოლოო დოკუმენტაციის გადაცემა;
** სამუშაო პროცესების რეგულარული შემოწმება, შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან თანხვედრის კონტროლი, საიტზე უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი, სამუშაოს პროგრესის კონტროლი გეგმა-გრაფიკთან;
** საინსტალაციო სამუშაოების შეფასება და შესაბამისი მითითებების მიცემა მშენებლობა-მონტაჟის მექანიკური და ელექტრო ასპექტების კოორდინირებისათვის;
** კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებული გლობალური საკითხების გადაწყვეტა და მენეჯმენტთან რეპორტინგი;
** კონტრაქტორი კომპანიების ელექტრო-ინჟინერთა მართვა, მათი ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მონიტორინგი;
** პროექტების მიმდინარე სტატუსების მომზადება;
** მენეჯერის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ენერგეტიკის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** სხარტი აზროვნების უნარი.
კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები:
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჭირო ტრენინგები;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** კორპორატიულ სასაუბრო პაკეტი და ინტერნეტი;
** საწვავის ბარათი;
** კვების ხარჯების თანადაფინანსება;
** ფულადი დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში.
თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ პროფესიულად განვითარდეთ, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ან გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: careers@cement.ge
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება პროექტების მენეჯერის - ელექტრო და ავტომატიზაციის დარგში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|