|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
UMB Group
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 09 აპრილი
|
UMB ჯგუფი -ამბრელა ჯგუფი 2019 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს სამშენებლო და სარემონტო მიმართულებით მრავალმხრივ სერვისებს. ჩვენი მიმართულებები მოიცავს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო, სარემონტო და საინჟინრო მომსახურებებს, რის გამოც გაყიდვები არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პროდუქტზე - თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა იმუშაოს მრავალ მიმართულებაზე და გაზარდოს საკუთარი შემოსავალი.
სამშენებლო-სარემონტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი - პარასკევი: 10:30 - 18:00
1 საათი შესვენება
შაბათი - კვირა: დასვენება
სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალ საბონუსე სისტემას (გაყიდულის პროცენტი და არა მოგების პროცენტი)
** კორპორატიულ სასაუბრო პაკეტს
** პროფესიულ ტრენინგებს
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
მოვალეობები:
** კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაცია
** ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება
** კომპანიის სერვისების პრეზენტაცია
** გაყიდვების პროცესის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვების სფეროში გამოცდილება
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობა
განიხილებიან სტუდენტებიც - კომპანია უზრუნველყოფს მხარდაჭერასა და განვითარებაში ხელშეწყობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ან დაგვიკავშირდით: info@umbrella-group.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577482818
|
|
|
|