|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
Golden Boutique Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 09 აპრილი
|
სასტუმრო 10-წლიანი გამოცდილებით - "Golden Boutique Hotel" - აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
** 12-საათიანი მორიგეობა.
** 2 დღე მუშაობის 2 დღე დასვენების.
** კონკურენტული ხელფასი და დამატებითი შემოსავალი სერვისების გაყიდვიდან.
** მეგობრული და თბილი სამუშაო გარემო.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - სასტუმროს მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი განხორციელება.
** სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების განხორციელება.
** ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან .
** მიღება - განთავსების განყოფილების სრული სამუშაო ციკლის კურირება.
** სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტების და მომსახურების შესახებ.
** შეძლებისდაგვარად სტუმრის მოთხოვნების და პრობლემების მოგვარება.
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.
** Fina-ში მუშაობა
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასტუმროს მიმღებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, რუსული და სხვა ენები ჩაითვლება უპირატესად.
** სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა.
** ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მონდომებულ თანამშრომლებს.
** Fina-ში მუშაობის გამოცდილება
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე: gnthotel@gmail.com
|
|
|
|