Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: სენსესი
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
"სენსესი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია შექმნა მოკლე ვიდეოები, რომლებიც პირველივე წამებში იპყრობს ყურადღებას და სწრაფად ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელებში — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ჩვენს გუნდში შენ იმუშავებ მარკეტინგის გუნდთან ერთად და შექმნი ვიდეო კონტენტს, რომელიც ყოველდღიურად მიაღწევს ათასობით მომხმარებელს Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. შენი მთავარი ამოცანა იქნება საინტერესო იდეების რეალიზება, ვიდეოების მუდმივი ტესტირება და მათი შედეგების ანალიზი, რათა თითოეული კონტენტი მაქსიმალურად დიდ აუდიტორიას მიაწვდინო.
მივიდეს.

ფუნქცია-მოვალეობები

** ფოტო/ვიდეო კონტენტის დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი დამოუკიდებლად;
** ბრენდის სპეციფიკის გათვალისწინებით ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის პლატფორმებისთვის (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.);
** პროდუქციის, მაღაზიის სივრცისა და მიმდინარე აქციების ფოტო/ვიდეო გადაღება და მონტაჟი;
** ტრენდული ვიდეოფორმატების ადაპტირება კომპანიის კონტენტზე (Reels, TikTok, Stories);
** კონტენტის იდეების გენერაცია და გუნდის წევრებთან კოორდინაცია კონტენტის დაგეგმვის პროცესში;
** სოციალური მედია კალენდრის (Facebook, Instagram, TikTok, etc.) შექმნაში მონაწილეობა მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** სოციალური მედიის (Facebook, Instagram, TikTok, etc.) პლატფორმებზე კონტენტის განთავსება და ანალიტიკის მონიტორინგი;
** სოციალური მედიის ანალიტიკისა და engagement მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი ბრენდის იმიჯის შენარჩუნება გაუმჯობესებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს ან იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ფოტო და ვიდეო გადაღების და მონტაჟის გამოცდილება;
** CapCut, Canva, Adobe Premiere ან სხვა მონტაჟის/დიზაინის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკის ცოდნა (ფორმატები, ტენდენციები, ალგორითმები)..
** კამერასთან მუშაობის გამოცდილება

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 მდე
ლოკაცია: ქალაქი ბათუმი (არ განიხილება ჰიბრიდული მუშაობა)
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ გამოცდილებიდან გამომიდინარე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ ელფოსტაზე: hr@senses.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე