Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=706078&print=yes&view=jobs
 
დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

"შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (დიღომი) საქალაქო სასამართლოს უკან, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 6
სამუშაო განაკვეთი: ცვლები, 40 საათიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება: 1000 ლარი + ტრანსპორტირება + კვება

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის დაცვის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
** სტელაჟებისა და პროდუქციის კონტროლი;
** საწყობის შემოსული და გასული თანამშრომლებისა კონტროლი - პროცესის მონიტორინგი;
** დღის ბოლოს საწყობის ტერიტორიის შემოვლა და შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მონიტორინგისა და კონტროლის უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** ტრანსპორტირებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancy@sharmtrading.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დაცვის თანამშრომელი".

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია