|
დასახელება:
სამედიცინო ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კლინიკა ჰელსიკორი
|
|
გამოქვეყნდა: 06 მარტი
/ ბოლო ვადა: 06 აპრილი
|
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს სამედიცინო ხარისხის კონტროლის დეპარტამენტში მენეჯერის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკაში სამედიცინო დოკუმენტაციის არსებული წესის დაცვით წარმოების მეთვალყურეობა და კონტროლი;
** სამედიცინო დოკუმენტებში აღმოჩენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და დაფიქსირება, ხარვეზების აღმოფხვრის მეთვალყურეობა;
** სამედიცინო პორტალებზე მონაცემების ატვირთვის მონიტორინგი;
** ხარისხის მართვის გუნდთან თანამშრომლობა, რეპორტების მომზადება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და სწრაფი აღმოფხვრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო განრიგი:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 22 მარტამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
|
|
|
|