Робота для біженців з України
სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე, რომელიც მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-მდე თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპენტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული
ყოველი მეორე შაბათი: 10:00-14:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი

სამუშაოს აღწერილობა:

** პოტენციური მომხმარებლებლის მოძიება - მოზიდვა;
** დაინტერესებული/პოტენციური მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
** დაკავებული პოზიციის ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** შედეგზე ორიენტირებულს;
** სწრაფსა და ორგანიზებულს;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებით;
** საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნით;

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 6 აპრილი.

თუ თვლით, რომ გაყიდვები კარგად გამოგდით - მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე:http://www.leadercredit.ge

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე