Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=706026&print=yes&view=jobs
 
სერვის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: OneSoft
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
კომპანია "OneSoft" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

OneSoft წარმოადგენს ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: http://www.1soft.ge/

საქმიანობის აღწერა:

სერვის მენეჯერის ასისტენტი, მენტორთან ერთად, ჩართულია შემდეგ აქტივობებში:

** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდის მიზნით.
** სხვადასხვა სახის კორპორატიული წინადადების მომზადება.
** არსებული მომხმარებლებისთვის საჭირო მომსახურების ტიპის შერჩევა და შეთავაზება.
** მომხმარებელთა დამატებითი საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის, მომსახურების შეთავაზება.
** კომპანიის სერვისების მიწოდების პროცესის მონიტორინგი.
** პერიოდულად, შიდა ანგარიშგებების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც).
** MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/ რუსული ენების კარგად ცოდნა).
** სერვისის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში სერვის მენეჯმენტის მიმართულებით სწავლას, ზრდას და განვითარებას.
** ERP სისტემების შესწავლას.
** ERP ინდუსტრიაში მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებას.
** ჰიბრიდულ სამუშაო განრიგს (დისტანციურად ან/და ადგილზე - ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, ბიზნეს ცენტრი აქსის პალასი).
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემო.
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00.
** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად.

ველით დაინტერესებული პირების რეზიუმეებს (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე info@1soft.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სერვის მენეჯერის ასისტენტი.

OneSoft გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია