|
დასახელება:
იურისტი
|
| მომწოდებელი:
აი-სი-ი
|
|
გამოქვეყნდა: 06 მარტი
/ ბოლო ვადა: 06 აპრილი
|
"აი-სი-ი" უკვე 13 წელია ბაზარზე ოპერირებს ლიფტების, ესკალატორების, ტრაველატორების, გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მიმართულებით. დღესდღეობით დარგის ერთ-ერთი ლიდერია, რასაც მოწმობს ის მასშტაბური და გრანდიოზული პროექტები, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობს.
შპს "აი-სი-ი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, საგარანტიო წერილები, ცნობები, მორიგებები) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის უცხოელ მომწოდებლებთან.
** შრომის კანონმდებლობის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულებების შაბლონების, ბრძანებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
** ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება;
** გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;
** სარჩელების მომზადება; მათი სასამართლოში/მხარესთან გაგზავნის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** კომპანიის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა და საჭირო საბუთების მიწოდება;
** მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში.
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობაში მოქცევა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება. (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია).
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა : (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, მეწარმეთა შესახებ კანონის და სხვა აქტების ცოდნა).
** იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით) კერძო სექტორში.
** სასურველია საადვოკატო პრაქტიკა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** MS Office კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
** ბიზნესურთიერთობების დამყარების უნარი.
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
** პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორაციული ტელეფონი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: g.lebanidze@ice.com.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: "იურისტი"
|
|
|
|