Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=705953&print=yes&view=jobs
 
დაგეგმვისა და რეპორტინგის სპეციალისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაგეგმვისა და რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაგეგმვისა და რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული/ჰიბრიდული
სამუშაო გრაფიკი 10:00 - 19:00 ორშაბათი - ხუთშაბათი / პარასკევი 10:00 - 17:00

სამუშაო მოვალეობები:

** საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ყოველთვიურად/კვარტალურად წარსადგენი ანგარიშების მომზადება;
** ყოველდღიური/ყოველთვიური სტანდარტული IFRS რეპორტების მომზადება;
** შესაბამისი და დროული კომუნიკაცია სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
** განსაზღვრავს სტატისტიკური ანალიზის საჭიროებებს;
** განსაზღვრავს პერიოდული სტატისტიკური ანგარიშების ტიპებს და ათანხმებს უშუალო ხელმძღვანელთან;
** ახორციელებს შეგროვებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და ანგარიშების მომზადებას;
** ახორციელებს სტატისტიკური მონაცემების ანალიზს და უზრუნველყოფს ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას;
** შპს თიბისი ფეის აუდიტორული შემოწმების პროცესებში აქტიური ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეპორტების მომზადება
** სხვა არასტანდარტული Ad-Hoc რეპორტების მომზადება;
** განყოფილების უფროსის/კურატორი დირექტორის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების/ამოცანების შესრულება;

ცოდნა:

** უმაღლესი განათლება საბანკო/საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია Power BI ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, Word…)
** ინგლისური ენის ცოდნა.

გამოცდილება: აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დაგეგმვისა და რეპორტინგის სპეციალისტი"

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge

შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting

შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია