Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი - გონიო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ჯევერს ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
შპს "ჯევერს ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: გონიო, წმინდა ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი, N3.
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00-16:00 (ერთსაათიანი შესვენებით), კვირაში 6 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება და განსაზღვრა;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ.) დადგენა, ანალიზი;
** აქტიური ჩართულობა პროექტის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში;
** პროექტში ჩართული მხარეებისგან არქიტექტორებისგან/ინჟინრებისგან პროექტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა, განმარტებით შეხვედრებზე დასწრება;
** გახარჯული მასალების ჩამოწერა; (ფორმა 29, მცირეფასიანი მასალების ჩამოწერის აქტები, დროებითების მოწყობის აქტები და ა.შ);
** ფორმა 2-ების შედგენა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel;
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.
** კონფიდენციალურობის დაცვა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ხარჯთაღმრიცხველი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯევერს ქონსთრაქშენმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "ჯევერს ქონსთრაქშენში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე