Робота для біженців з України
ბაზარზე ზედამხედველობის ჯგუფის წევრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბაზარზე ზედამხედველობის ჯგუფის წევრი
მომწოდებელი: სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
სსიპ "ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო" დაარსდა 2020 წელს 1 იანვარს. სააგენტო ახორციელებს ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზარზე განთავსებულ ინდუსტრიულ, სამშენებლო და სამომხმარებლო პროდუქტებზე, რათა საქართველოს ბაზარზე განთავსდეს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტები. აღნიშნული თანხვედრაშია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან.

თანამდებობის დასახელება - ბაზარზე ზედამხედველობის ჯგუფის წევრი.

ძირითადი აღწერა:

ბაზარზე ზედამხედველობის ჯგუფის წევრი აფასებს ისეთი პროდუქტების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან, როგორებიცაა სამშენებლო პროდუქტები, სათამაშოები, მანქანა-დანადგარები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ა.შ. მომხმარებელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

გთავაზობთ, განვითარების შესაძლებლობას და საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას შესაბამისი ტრეინინგების მეშვეობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება (სასურველია სამართალმცოდნეობის, ეკონომიკის, ბიზნესის ან ინჟინერიის უმაღლესი აკადემიური განათლება).
** სასურველია იურიდიულ, ეკონომიკის, ბიზნესის, ინჟინერიის, ელექტრო და სხვა სამომხმარებლო პროდუქტების ხარისხის შეფასების ან ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებით სამუშაო გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
** Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook)- ცოდნის დონე ძალიან კარგად.
** სასურველია მექანიკური გადაცემათა კოლოფის "B" კატეგორიის მართვის მოწმობა.

საკონკურსო თემატიკა:

** პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-191 მუხლი;
** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 2019 წლის 27 დეკემბრის №1-1/624 ბრძანება.

ანაზღაურება: 2 560 ლარი (Gross salary)
ადგილმდებარეობა: ჩარგლის ქუჩა №67, ქ. თბილისი.
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (შესვენება 1 საათი)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი

კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ვთხოვთ CV გამოგზავნონ მეილზე: hr@msa.gov.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბაზარზე ზედამხედველობის ჯგუფის წევრი"

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე