|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Esquisse Boutique Hotel Telavi
|
|
გამოქვეყნდა: 06 მარტი
/ ბოლო ვადა: 06 აპრილი
|
"Esquisse Boutique Hotel Telavi" - მდებარეობს თელავის გულში, კახეთის ისტორიული და კულტურული ცენტრის შუაგულში. სასტუმრო გთავაზობთ კომფორტისა და ქართული სტუმართმოყვარეობის იდეალურ შერწყმას.
სასტუმროს აქვს 57 უნიკალური ნომერი, თითოეული განსხვავებული კულტურული თემატიკით, რაც თითოეულ სტუმარს განსხვავებულ და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.
"Esquisse Boutique Hotel Telavi" გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დეტალებზე ზრუნვით — ის წარმოადგენს ქართული ოსტატობისა და თბილი მასპინძლობის ნამდვილ ნიმუშს.
"Esquisse Boutique Hotel Telavi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სასტუმროს ლოკაცია: თელავი, კურდღელაურის 19.
სამუშაო: დისტანციური
როლის მოკლე მიმოხილვა:
ჩვენ ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, ენერგიულ და უნივერსალურ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სასტუმროს სრული კომერციული მიმართულების მართვაზე — ოთახების, ღონისძიებების, კორპორატიული გაყიდვების ჩათვლით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ოთახების გაყიდვების ზრდა და დატვირთვის (Occupancy) მაქსიმიზაცია
** კორპორატიული და ტურისტული სეგმენტების განვითარება
** ღონისძიებებისა და საბანკეტო მიმართულების გაყიდვების მართვა
** ახალი კლიენტების მოძიება და გრძელვადიანი პარტნიორობების ჩამოყალიბება
** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების სტრატეგიის განხორციელება
** ფასებზე მოლაპარაკება და შემოსავლის ზრდის უზრუნველყოფა
მოთხოვნები:
** სასტუმროს გაყიდვების სფეროში გამოცდილება
** მოლაპარაკების და პრეზენტაციის ძლიერი უნარები
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** შედეგზე ორიენტირებული და პროაქტიული მუშაობის სტილი
ჩვენ გთავაზობთ:
** სრულად დისტანციურ სამუშაო რეჟიმს;
** 50%-იან თანამშრომლის ფასდაკლებას სასტუმროს სერვისებზე.
** ანაზღაურებას: პირველი 3 თვის განმავლობაში — 2000 ლარი;
** 3 თვის შემდეგ — 2500 ლარი + KPI-ზე მიბმული ბონუს სისტემა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: salomeshakaia@esquisse-hotel.com. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|