Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 11 მარტი
კონკურსი ცხადდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შერჩევის მიზნით.

პოზიციის დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
ანაზღაურება: შესრულებული სამუშაოს შესაბამისად
სამუშაოს ტიპი: თავისუფალი გრაფიკი

მოთხოვნები:

სავალდებულოა არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.

ფუნქციები:

დასაქმებულს ევალება სსიპ - "სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს" შეხვედრების, ოფიციალური ღონისძიებების, ვებგვერდისა და სოციალური ქსელებისთვის ბანერების, პრეზენტაციებისა და ბროშურების დიზაინის მომზადება.

საკონკურსო თემატიკა:

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულება.

შეფასება განხორციელდება სამ ეტაპად:

1) განაცხადების განხილვა და აპლიკანტების შერჩევა მომდევნო ეტაპისთვის;
2) დავალების შესრულება - კონკურსანტები შეასრულებენ დავალებას, მაგ: ვებგვერდზე განსათავსებელი ბანერის დიზაინის მომზადება;
3) გასაუბრება - შერჩეულ კონკურსანტებთან შედგება გასაუბრება.

გასაუბრების ეტაპზე შერჩეულ კონკურსანტთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება. პოზიცია ითვალისწინებს თავისუფალ გრაფიკს და შესრულებული სამუშაოს მიხედვით ანაზღაურებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 11 მარტისა გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ ფოსტაზე - t.goshadze@rta.gov.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე