|
დასახელება:
შემფასებელი
|
| მომწოდებელი:
Ecovis Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "ECOVIS Georgia" აცხადებს ვაკანსიას შემფასებლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტის მომზადება და კლიენტთან კომუნიკაცია - პოტენციური მომხმარებლის შესაფასებელი ქონების იდენტიფიკაცია და კონსულტირება მომსახურების ტარიფების, ვადებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.
** შეფასების მიზნის, ღირებულების სახისა და თარიღის განსაზღვრა და ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
** შესაფასებელი ობიექტის ვიზუალური დათვალიერება, ფოტო/ვიდეო ასახვა და ტექნიკური პარამეტრების აღწერა;
** ქონებრივი უფლებების, შეზღუდვების და ტექნიკური დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმება;
** ქონებრივი ღირებულების განსაზღვრა, ფინანსური მოდელირება და საბოლოო საანგარიშო ღირებულების დაანგარიშება;
** ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა/განხორციელება და მართვა;
** შეფასების დასკვნის პროექტის მომზადება, დამკვეთთან შეთანხმება და საბოლოო დოკუმენტის ჩაბარება;
** საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული ეთიკით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქონების (უძრავი/მოძრავი) შეფასების მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ორგანიზებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
** სამუშაო საათები: 09:00-18:00
** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ. #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
** გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
** კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
** სამედიცინო დაზღვევას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.ecovis.ge
შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Ecovis Georgia-ს (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ecovis.ge.
Ecovis Georgia კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 032 243 22 81, info@ecovis.ge
|
|
|
|