Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=705561&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: Food Balls Georgia
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
კომპანია "ფუდ ბოლლს ჯორჯია" ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების ოპერატორი, რომელიც იზრუნებს არსებული კლიენტების მართვაზე და კომპანიის განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

ადგილმდებარეობა: თბილისი; მოსკოვის გამზირი
გრაფიკი: სრული განაკვეთი - 40 საათი კვირაში. კანონით განსაზღვრული ნორმის შესაბამისად;
ანაზღაურება: 1500 ₾ +

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული კლიენტების შენარჩუნება და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** რეგულარული კომუნიკაცია (ზარები, ელფოსტა);
** დამატებითი პროდუქტების შეთავაზება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება;
** შიდა გუნდთან თანამშრომლობა;
** კლიენტის მოთხოვნების სწორად გადაცემა გუნდისთვის;
** კონფლიქტების მართვა;
** მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** ზედნადებების (RS) კონტროლი;
** მონაცემთა ბაზის მართვა.

კვალიფიკაციის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი ან შესაბამისი მიმართულება);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (გაყიდვებში, კლიენტებთან ურთიერთობაში ან ბიზნესის განვითარებაში);
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** დროის მართვისა და სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, MS Office, CRM სისტემები);
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე: hr@foodballs.ge და აღწერაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია