Робота для біженців з України
IT და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი
მომწოდებელი: სკოლა ალბიონი
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
შპს არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონში" გვესაჭიროება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი.

I, II, III, IV, V, VI კლასები, 20 სთ/კვირაში, ანაზღაურება შეთანხმებისამებრ.

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
** უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებლის სტატუსით.

კონკურსის ეტაპები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ სკოლის მეილზე - school.albion@yahoo.com

ასევე დარეგისტრირდეთ teacherjobs.ge-ზე და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები მასწავლებლის ვაკანსიის გვერდზეც.

მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა #64
ტელ: 2 78 96 11
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე