|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Loyal Partners
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
კომპანია "Loyal Partners" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
"Loyal Partners" არის ციფრული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 150-ზე მეტ პარტნიორს სთავაზობს ფინანსურ, საბუღალტრო და ბიზნეს მხარდაჭერის სერვისებს. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციურ მიდგომებსა და გრძელვადიან პარტნიორობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №36ა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
პიროვნული უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Balance / FINA);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება;
** ბუღალტრული პროცესების მართვისა და დაქვემდებარებული გუნდის საქმიანობის კოორდინაციის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** ACCA-ის კვალიფიკაციას ან მიმდინარე სწავლას მიენიჭება უპირატესობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საბუღალტრო ბაზის მართვა, გატარებების სისწორის კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტების კონტროლი;
** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების კონტროლი, გადაგზავნა; ** ფინანსური რეპორტების წარმოება;
** არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საბუღალტრო კონსულტაციის გაწევა;
** დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა, სამოტივაციო სისტემების დანერგვა;
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და წარმოშობილი საკითხების დროული მოგვარება;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და კლიენტთა მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** ყოველკვირეული სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი;
** გუნდთან რეგულარული შეხვედრების ორგანიზება
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: support@loyalpartners.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".
გისურვებთ წარმატებას!
პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ:
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|