|
დასახელება:
HR სპეციალისტი - ნახევარი განაკვეთი
|
| მომწოდებელი:
LINGOSTAR English Language Center
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
საგანმანათლებლო ორგანიზაცია "ლინგოსთარი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის (ნახევარი განაკვეთი) პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს HR პროცესების ეფექტურ მართვას და ორგანიზაციის გუნდური კულტურის განვითარებას.
პოზიციის მიზანი: ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების პროცესების სისტემატიზაცია, მართვა და განვითარება.
ძირითადი მოვალეობები:
** ვაკანსიების გამოცხადება, CV-ების გადარჩევა და გასაუბრებების ორგანიზება
** თანამშრომელთა შერჩევისა და ადაპტაციის პროცესის მართვა
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და დოკუმენტაციის კონტროლი
** შიდა პოლიტიკებისა და რეგულაციების შემუშავება/განახლება
** თანამშრომელთა შეფასების და უკუკავშირის სისტემის კოორდინაცია
** შიდა კომუნიკაციის და გუნდური კულტურის მხარდაჭერა
** თანამშრომელთა მოტივაციისა და ჩართულობის ინიციატივების განხორციელება
** შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება HR მენეჯმენტში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სფეროში
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება HR მიმართულებით
** შრომითი კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა
** გასაუბრებების წარმართვის პრაქტიკული გამოცდილება
** მაღალი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ:
** საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** HR სისტემების ან შეფასების მოდელების დანერგვის გამოცდილება
** ტრენინგებისა და თანამშრომელთა განვითარების პროცესში ჩართულობა
სამუშაო პირობები:
** ნახევარი განაკვეთი
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შეთანხმებით)
** შესაძლებელია ჰიბრიდული რეჟიმი
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** მზარდ ორგანიზაციაში პროცესების განვითარებაში უშუალო ჩართულობას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: careerssinternational@gmail.com
სათაურში მიუთითეთ: HR სპეციალისტი (ნახევარი განაკვეთი)
|
|
|
|