Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=705463&print=yes&view=jobs
 
ფილიალის შეფ მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის შეფ მზარეული
მომწოდებელი: FoodGood
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
კაფე-რესტორანი "FoodGood" ჯანსაღი კვების მიმართულების კონცეფციაა, რომელიც უკვე რამდენიმე ფილიალს აერთიანებს და აქტიურად აგრძელებს განვითარებას.

გუნდში ვეძებთ ფილიალის შეფ მზარეულს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი სამზარეულოს ოპერაციულ მართვაზე, გუნდის კოორდინაციაზე და პროდუქციის ხარისხის მუდმივ კონტროლზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** ლიდერული და მენეჯერული უნარები;

** ორგანიზებულობა და პროცესების მართვის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** დროის ეფექტური მართვა;

** გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის სამზარეულოს ოპერაციული პროცესების მართვა;

** სამზარეულოს გუნდის ორგანიზება და კოორდინაცია;

** კერძების ხარისხის, სტანდარტებისა და ვიზუალის კონტროლი;

** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტურისა და კალკულაციის მიხედვით;

** პროდუქციის მარაგების კონტროლი და ეფექტური გამოყენება;

** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

** ახალი თანამშრომლების გადამზადება და პროცესში ჩართვა;

** მუშაობა და კოორდინაცია ბრენდ შეფ მზარეულთან, სტანდარტების და მენიუს დაცვის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შეფ მზარეულის ან უფროსი მზარეულის პოზიციაზე;

** სამზარეულოს გუნდის მართვის გამოცდილება;

** პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული სამუშაო სტილი;
** მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;

** მეგობრული და შეკრული გუნდი;

** პერსონალის კვება;

** 30% ფასდაკლება სრულ მენიუზე;

** საბონუსე სისტემა.

განრიგი და ანაზღაურება:

** 5/2 (5 სამუშაო დღე, 2 დასვენება)

** სამუშაო საათები - ფილიალის ოპერაციული გრაფიკის მიხედვით

** ანაზღაურება - 1800+ ლარი გადასახადების გარეშე

** ადგილმდებარეობა - თბილისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე:
hr@foodgood.ge და Subject-ში მიუთითეთ: "ფილიალის შეფ მზარეული".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია