Робота для біженців з України
აღმზრდელი პედაგოგი, აღმზრდელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელი პედაგოგი, აღმზრდელი
მომწოდებელი: მონტესორი უნივერსი
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 20 მარტი
აღმზრდელი პედაგოგის და აღმზრდელის ვაკანსია

"მონტესორი უნივერსი" არის ოფიციალური, მონტესორის საერთაშორისო სკოლამდელი განათლების დაწესებულება/საბავშვო ბაღი (https://www.facebook.com/MontessoriUniverseGeorgia), რომელიც 2025 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ. ბაღში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს მარია მონტესორის მეთოდით და რესურსებით.

მონტესორის მეთოდი:

მონტესორის მეთოდის ძირითადი მიზანია ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ მოხდეს სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბება.

მონტესორის მეთოდი ეფუძნება ბავშვზე ორიენტირებულ განათლებას, სადაც ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლად, თამაშითა და კვლევის გზით. ძირითადი პრინციპებია:

** ბავშვის პატივისცემა - ბავშვს აქვს არჩევანისა და დამოუკიდებლად სწავლის უფლება, რაც ხელს უწყობს ინდივიდუალურ განვითარებას.
** თავისუფლება სტრუქტურაში - ბავშვი თავისუფალია აირჩიოს აქტივობები მომზადებული გარემოს ფარგლებში.
** მომზადებული გარემო - საგანმანათლებლო სივრცე და მასალები სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ წაახალისოს ბავშვის თვითშემეცნება, კონცენტრაცია და პრაქტიკული უნარების განვითარება.

მნიშვნელოვანი: ბავშვები სწავლობენ მაგალითით, ამიტომ პედაგოგი უნდა იყოს მშვიდი, დისციპლინირებული და თანმიმდევრული. მისი ტონი უნდა იყოს მშვიდი, მეგობრული და თანამშრომლობითი.

აუცილებელი პირობები:

განათლება და კვალიფიკაცია

აღმზრდელი პედაგოგი:

** ფლობდეს სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით;
** ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** შეეძლოს წყვილში მუშაობა და უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისკენ მიმართული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი;
** უნდა ჰქონდეს კარგი ლიდერული უნარები და ჰქონდეს ბავშვებთან და ზრდასრულებთან — მათ შორის მშობლებთან, თანამშრომლებთან და სტუმრებთან — ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის დამყარების უნარი.

აღმზრდელი პედაგოგის მოვალეობები:

** კვირის განრიგისა და პროგრამის შედგენა მონტესორის მეთოდის მიხედვით;
** აღმზრდელთან ჰქონდეს გამართული კომუნიკაცია;
** თითოეული ბავშვის ინდივიდუალიზმის და ღირსების პატივისცემა;
** ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს თითოეული ბავშვის ემოციურ, სოციალურ, კოგნიტურ და ფიზიკურ განვითარებას;
** თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების ამოცნობა და გათვალისწინება მისი კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური ფონის, შეზღუდული შესაძლებლობების, განსაკუთრებული ნიჭისა და ინტერესების, ასევე სწავლის სტილისა და ტემპის შესაბამისად.
** საგანგებო სიტუაციების მართვა;
** ჯგუფის (20-მდე) მოსწავლის მართვა;
** კლასის ყველა მოსწავლისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნა და შენარჩუნება;
** სასწავლო წლის განმავლობაში მთელი კლასისთვის სასწავლო პროგრამისა და თემების დაგეგმვა, ასევე გახანგრძლივებული დღისათვის საბავშვო ბაღის გაკვეთილების დაგეგმვა;
** გარემოს ყოველდღიური მომზადება ისე, რომ ის იყოს ბავშვზე ორიენტირებული, რაც მოიცავს მასალების რეგულარულ განახლებასა და შეცვლას);
** საკლასო ოთახში დადებითი დისციპლინის ხელშეწყობა, რათა დამყარდეს ურთიერთპატივისცემა;
** ადმინისტრაციასთან ერთად, კლასის ბავშვების მშობლებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება. ბავშვების განვითარების შესახებ ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის წარმოება.
** ადმინისტრაციისთვის ანგარიშის წარდგენა საჭირო აღჭურვილობის შეკეთების ან ჩანაცვლების შესახებ, ოთახში, შენობის სხვა ნაწილებში ან სათამაშო მოედანზე საჭირო ტექნიკური მომსახურების შესახებ, აგრეთვე მარაგების ხელახალი შეკვეთის საჭიროების თაობაზე პასუხისმგებლობის აღება.

აღმზრდელი:

** ადამიანი, რომელსაც უყვარს ბავშვები და აქვს კარგი კომუნიკაციის უნარები.
** ფლობდეს ბაკალავრის დიპლომს;
** ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის ან ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

აღმზრდელის მოვალეობები:

ა. მასწავლებლის დახმარება ყოველდღიური დაგეგმილი პროგრამის განხორციელებაში, მათ შორის:

** თითოეული ბავშვის მიმართ ღირსებისა და პატივისცემის გამოხატვა;
** თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების ამოცნობა და გათვალისწინება მისი კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური ფონის, შეზღუდული შესაძლებლობების, განსაკუთრებული ნიჭისა და ინტერესების, ასევე სწავლის სტილისა და ტემპის შესაბამისად;
** ბავშვებისთვის შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემის სწავლაში დახმარება;
** თვითმომსახურების უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
** მოახდინოს ტრავმების პრევენცია, ხოლო ტრავმის შემთხვევაში, გაწერილი წესის მიხედვით სათანადოდ მართოს საგანგებო სიტუაციები, უბედური შემთხვევები და დაზიანებები.
** აღმზრდელ მასწავლებელთან ერთად ოთახის სისუფთავის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობის გაზიარება.

სხვა აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა და მოთმინება: ემპათია და სიმშვიდე.
** შემოქმედებითობა: აქტივობებისა და თამაშების დაგეგმვა.
** ორგანიზებულობა: დროის მართვა და საქმიანობის ეფექტურად ორგანიზება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** უნდა ჰქონდეს მენეჯმენტის გუნდის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციებისა და დაწესებული მოთხოვნების გააზრებისა და მათ შესაბამისად მოქმედების უნარი.

დამატებითი პირობები:

შპს "მონტესორი უნივერსის" აღმზრდელი პედაგოგი ვალდებულია, დამსაქმებლის დაფინანსებით, 2026 წლის აპრილის თვიდან გაიაროს 6 თვიანი ონლაინ ტრენინგი მონტესორის მეთოდოლოგიაში, რის შემდეგაც მიიღებს საერთაშორისო სერტიფიკატს.

სამუშაო საათი: 09:15/18:30
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლისის ტბის მიმდებარედ

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@montessori-universe.com და tea.jokhadze@montessori-universe.com. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "აღმზრდელი პედაგოგი" ან "აღმზრდელი". კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577900515

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 მარტამდე.

პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადიდან არაუგვიანეს 1 კვირაში.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე