|
დასახელება:
ინვესტიციების ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს საპენსიო ფონდი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო დეპარტამენტის საინვესტიციო ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მათთან დაკავშირებულ სფეროში. CFA, CAIA ან ACCA სერტიფიკატი ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** აქტივების კლასების მაღალ დონეზე ცოდნა, როგორიცაა ფულის ბაზრის ინსტრუმენტები, ობლიგაციები, აქციები, ფონდები და დერივატივები;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** საინვესტიციო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (Bloomberg, Reuters);
** ქართული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებული და პოტენციური ინვესტიციების ანალიზი ფასიან ქაღალდებსა და საბანკო პროდუქტებში;
** ინვესტიციების ანალიზის შედეგად გამოვლენილი რისკების შეფასება და მათი განხილვა;
** ინვესტიციების განხორციელების პროცესის წარმართვა და ორგანიზაციის შიგნით და გარეთ შესაბამის მხარეებთან კოორდინაცია;
** საინვესტიციო დავალებების აღსრულება;
** ბანკებთან, ბროკერებთან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან პირდაპირი ურთიერთობა, საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა და დამუშავება;
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, ადგილობრივი და უცხოური კაპიტალის ბაზრების სიახლეების რეგულარული გაცნობა და ანალიზი; სსიპ - საქართველოს საპენსიო ფონდი LEPL - Pension Fund of Georgia ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი Remuneration and Nominations Committee 26
** საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიება, ანალიზი, ფულადი ნაკადების პროგნოზირება არსებული ტენდენციების და ბაზრის მოლოდინების გათვალისწინებთ;
** საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურების მისაღებად სხვადასხვა ხელშეკრულებების მოლაპარაკების პროცესში აქტიური ჩართულობა და ხელშეკრულებების პირობების აღსრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
** საჭიროების შემთხვევაში, საინვესტიციო ანგარიშგების სათანადოდ მომზადება და შენახვა;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება, რაც შეიძლება წინასწარ არ იყოს განჭვრეტადი;
** "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ფონდის სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულების უზრუნველყოფა;
** უფროსი საინვესტიციო ოფიცრის და საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 7 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge. საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://www.pensions.ge/
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
|
|
|
|