Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=705393&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი - მისაქციელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აქვა გეო
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანიაა.

კომპანია შპს "აქვა გეო" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. მისაქციელი
დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, სატელეფონო ლიმიტი, კვება;
სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი;
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00 სთ-მდე;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
ანაზღაურება: 3000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი საერთაშორისო ბაზრების და პარტნიორების მოძიება, არსებული პორთფელის მართვა;
** დისტრიბუტორებთან და ექსპორტიორებთან კომუნიკაცია;
** ფასების პოლიტიკისა და კომერციული შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობა;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება უშუალო ხელძღვანელთან;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე 2-3 წლიანი გამოცდილება, F&B სექტორში, საერთაშორისო გაყიდვებში;
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოების და პრეზენტაციის უნარები;
** საერთაშორისო ბაზრების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდა;
** შედეგზე ორიენტირებული;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდურობა/კოლეგიალურობა;

ასევე მივიღებთ რეკრუტინგის მიმართულებით დაკავებულ HR კომპანიებისგან მიღებულ შემოთავაზებებს.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი" (გთხოვთ რეზიუმე წარმოადგინეთ ქართულ ენაზე).

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია