Робота для біженців з України
გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე
მომწოდებელი: აქვა გეო
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანიაა.

კომპანია შპს "აქვა გეო" აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციაზე, შემდეგში პოზიციის ცვლილების პერსპექტივით გენერალური დირექტორის.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. მისაქციელი

დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, სატელეფონო ლიმიტი, კვება;
სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი;
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00 სთ-მდე;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
ანაზღაურება: 8000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიის და მიზნების შემუშავებაში მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღება;
** კომპანიის ბიუჯეტის დაგეგმვის და მართვის კონტროლი;
** დეპარტამენტების და სამსახურების უფროსებისგან ყოველდღიური ანგარიშის მოსმენა;
** კომპანიაში არსებულ საკვანძო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება;
** კომპანიის გაყიდვების და ექსპორტის გეგმის შესრულების კონტროლი;
** შესყიდვების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესყიდვების პროცესის კონტროლი;
** მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორ კომპანიებთან საჭიროების შემთხვევაში;
** მოლაპარაკების წარმოება უცხოელ პარტნიორებთან (მივლინებით) საჭიროების შემთხვევაში;
** წარმოების გეგმის შესრულების კონტროლი;
** მიღწეული შედეგების მუდმივი მონიტორინგი;
** დაქვემდებარებულ პირებზე სამუშაოს სწორი დელეგირება;
** პროდუქციის თვითღირებულების შემცირების და წარმოების მოცულობის გაზრდისათვის საჭირო ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების დასახვა და შესრულების კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის მაჩვენებლის შესახებ ყოველდღიური ინფორმირებულობა და კონტროლი;
** განახორციელოს სამეთვალყურეო საბჭოს სხვა მითითებები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** MBA ფინანსური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდიელბა მსგავს პოზიციაზე;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარები;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სამუშაოს სწორი დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** კომუნიკაბელური;

ასევე მივიღებთ რეკრუტინგის მიმართულებით დაკავებულ HR კომპანიებისგან მიღებულ შემოთავაზებებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე" (გთხოვთ რეზიუმე წარმოადგინეთ ქართულ ენაზე).

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე