|
დასახელება:
ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი
|
| მომწოდებელი:
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 27 მარტი
|
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "გამმა" აცხადებს ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგის/ფსიქოთერაპევტის ვაკანსიას თბილისში.
მოთხოვნები:
** ფსიქოლოგიის მაგისტრის დიპლომი
** ბავშვებთან/მოზარდებთან ფსიქოკონსულტირების/ფსიქოთერაპიის გამოცდილება
** ეთიკური და პასუხისმგებლობიანი მიდგომა მუშაობისას
** გუნდური მუშაობის გამოცდილება
** პროფესიული განვითარების მოტივაცია
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი
სამსახურებრივი მოვალეობები:
** ფსიქოკონსულტირება (და რეკომენდაციების გაცემა)
** ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია
განაცხადის განსახილველად გთხოვთ წარმოადგინოთ:
** სამოტივაციო წერილი
** CV (პრაქტიკული მუშაობის გამოცდილების აღწერით)
ელექტრონულ მისამართზე: mhc.contact.mhc@gmail.com და საგანში (subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - კლინიკური ფსიქოლოგის ვაკანსია.
ანაზღაურება გამომუშავებით, შესრულებული სამუშაოს და გამოცდილების შესაბამისად.
განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 27 მარტი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|