Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=705369&print=yes&view=jobs
 
ინვენტარიზაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვენტარიზაციის მენეჯერი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ სპეციალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს როგორც ნედლეულის ისე მზა პროდუქციის საწყობების ინვენტარიზაციას.

ძირითადი მოვალეობები:

** ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და მართვა (წლიური, თვიური, კვირეული);
** საწყობსა და მაღაზიებში არსებული პროდუქციის აღწერა, პროგრამულად აღრიცხვა და საბოლოო შედეგების დაფიქსირება;
** ძირითადი საშუალებების აღწერა/მონიტორინგი;
** ექსპლუატაციაში შესული და ექსპლუატაციიდან მოხსნილი ძირითადი საშუალებების მონიტორინგი და შესაბამისი ოპერაციების პროგრამულად ასახვა;
** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა;
** ნაშთების აღრიცხვა პროგრამულად, ცდომილებების გასწორება, ანალიზი და რეპორტინგი;
** ინვენტარიზაციის სრული ციკლის მართვა/პასუხისმგებლობა;
** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზის შედგენა/წარდგენა;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური რეპორტის წარდგენა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უმაღლესი განათლება და უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულად და დისციპლინარულად მუშაობის უნარი;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00).
** ადგილმდებარეობა: ქვემო ალექსეევკის დასახლება (თბილისის აეროპორტის მიმდებარედ) და გაყიდვების ობიექტები.
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
** კვება: კომპანია სრულად უზრუნველყოფს კვებას (ალექსეევკის ლოკაციაზე).
** ტრანსპორტირება: კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მეტრო "ზედა სამგორიდან" ქვემო ალექსეევკის ლოკაციაზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე: hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: https://www.elvare.ge/

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია