|
დასახელება:
გაყიდვების და კოორდინაციის სტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
ACT Institute/ეისითი ინსტიტუტი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
საგანმანათლებლო მიმართულება "ACT Institute" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გაყიდვების და კოორდინაციის სტაჟიორის პოზიციაზე.
შერჩეული კანდიდატი უნდა იყოს ხიდი პოტენციურ მონაწილეებსა და სასწავლო პროცესს შორის.
დასაქმება: სტაჟირება
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (ჰიბრიდული ფორმატი, მოქნილი გრაფიკით)
პოზიციის შესახებ:
ACT Institute აცხადებს სტაჟირებას გაყიდვებისა და კოორდინაციის მიმართულებით.
სტაჟიორი იმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების გაყიდვებისა და საორგანიზაციო პროცესების მხარდაჭერაზე და შეიძენს პრაქტიკულ გამოცდილებას B2C გაყიდვებში, კლიენტებთან კომუნიკაციასა და ტრენინგების ადმინისტრირებაში.
ეს პოზიცია იდეალურია სტუდენტებისთვის ან დამწყები პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ განვითარება გაყიდვების, კომუნიკაციისა და ბიზნეს ოპერაციების მიმართულებით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
ა) გაყიდვების მხარდაჭერა
** ღია პროგრამების პოპულარიზაციაში ჩართულობა
** პოტენციურ მონაწილეებთან კომუნიკაცია (ზარები, მიმოწერა, სოციალური ქსელები)
** დაინტერესებული პირების მონაცემთა ბაზის განახლება
** მცირე ბიზნესების იდენტიფიცირებაში მხარდაჭერა
** გაყიდვების ანგარიშგებისა და რეპორტინგის პროცესში დახმარება.
ბ) საორგანიზაციო კოორდინაცია
** ტრენინგის სივრცის მომზადებაში მონაწილეობა
** ბეჭდური და სასწავლო მასალების მომზადების მხარდაჭერა
** ტრენერებთან და მონაწილეებთან კომუნიკაცია
** ტრენინგის პროცესში ადმინისტრაციული დახმარება
** უკუკავშირის შეგროვებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხი (ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი, სოციალური მეცნიერებები ან მომიჯნავე სფერო)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა
** სოციალური ქსელების აქტიური და ეფექტური გამოყენების უნარი
ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს:
** მაღალი მოტივაცია და განვითარების სურვილი
** კომუნიკაბელურობა და გახსნილობა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** სწავლის სწრაფი უნარი
** შედეგზე ორიენტირებული აზროვნება.
რას გთავაზობთ?
** პრაქტიკული გამოცდილება რეალურ გაყიდვებსა და ბიზნეს პროცესებში
** მენტორინგი და სწავლა გამოცდილი ლიდერისგან
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივა
ACT ინსტიტუტი არის ACT-ის (ანალიზისა და კონსულტაციის გუნდი) საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიონალებისა და ორგანიზაციების განვითარებას საქართველოში. ჩვენი პროგრამები ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გაძლიერებასა და უწყვეტ განვითარებაზე.
ACT ინსტიტუტი შეიქმნა მთავარი რწმენით: ცოდნა იქცევა ტრანსფორმაციის ძალად მაშინ, როდესაც ის პრაქტიკაში გამოიყენება და რეალურ ცვლილებებს იწვევს.
ჩვენ ვქმნით პრაქტიკულ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ეხმარება ზრდასა და განვითარებაში.
23-წლიანი გამოცდილებით კვლევასა და მენეჯმენტ კონსალტინგში, ჩვენი პროგრამები აერთიანებს ბიზნეს ექსპერტიზას, თანამედროვე მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკებსა და ტრანსფორმაციულ სწავლებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 20 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com
მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|