|
დასახელება:
ობიექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბრიტანია დეველოპმენტ
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
სამშენებლო კომპანია შპს "ბრიტანია დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია/მოვალეობები:
** პროექტის ზედამხედველობა.
** პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ყოველკვირეული შესრულებების კონტროლი
** დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** მშენებლობისა და შიდა სარემონტო სამუშაოების პროცესების სრული მართვა და კონტროლი;
** სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** საწყობის კონტროლი
** სამშენებლო სამუშაოს ყოველდღიური მეთვალყურეობა, ქვე-კონტრაქტორების და პერსონალის ზედამხედველობა;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის დეტალიზებული კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციისთვის სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
** მშენებლობის შესაბამისობის კონტროლი არსებულ ნახაზებთან.
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი;
** სტრესულ გარემოში პროდუქტიულობის შენარჩუნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
გამოცდილება:
** გამოცდილებად განიხილება სამშენებლო ობიექტის საქმისმწარმოებლის და ობიექტის მენეჯერის კვალიფიკაცია.
სამუშაო კვირა: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, სამუშაო დღის ხანგრძლივობა 8 (9) საათი.
შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი განაცხადი (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@britania.ge
საკონტაქტო: 599 390 590.
|
|
|
|