Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: დაქიშვილების ღვინისა და შოკოლადის ბუტიკი
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
"დაქიშვილების ღვინისა და შოკოლადის ბუტიკი" ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ღვინის კონსულტანტს, რომელიც ჩვენს სტუმრებს შეუქმნის განსაკუთრებულ და პროფესიონალურ მომსახურებას.

თუ გიყვარს ღვინო, გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა იმუშაო ესთეტიკურ და თბილ გარემოში — გელოდებით ჩვენს გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისთვის ღვინისა და შოკოლადის პროფესიული კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის პრეზენტაცია და გაყიდვების განხორციელება
** სალაროსთან მუშაობა
** მარაგების კონტროლი
** სტუმრებისთვის სასიამოვნო და თბილი ატმოსფეროს შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ღვინის საბაზისო ცოდნა (დამატებითი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა
** გამართული მეტყველება
** სისუფთავისა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონე

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე info@dakishvili.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე