Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=705292&print=yes&view=jobs
 
რეზერვაციის/ადმინისტრაციის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციის/ადმინისტრაციის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Georgia Insight
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
"ჯორჯია ინსაითი" საქართველოში წარმოადგენს წამყვან გერმანულენოვან ტურისტულ კომპანიას მაღალი ხარისხის ტურების ორგანიზებაში. კომპანიის დამახასიათებელი ნიშანია საგულდაგულოდ შემუშავებული სამოგზაურო პროგრამები და ინდივიდუალური მიდგომა დაგეგმვიდან ტურის დასრულებამდე.

ჯორჯია ინსაითის ვებ გვერდი http://www.georgia-insight.eu არის საქართველოს შესახებ ყველაზე დიდი და ინფორმატიული ტურისტული პორტალი გერმანულ ენაზე.

ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ რეზერვაციების მენეჯერის/ადმინისტრაციის ასისტენტს:

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული ინვოისების კონტროლი
** შემოსული ინვოისების განაწილება არსებულ ტურებზე
** კომპანიისთვის საჭირო ნივთების შეკვეთა/მომარაგება

ჩვენი მოლოდინები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა - როგორც წერილობითი ასევე ზეპირი
** Microsoft Office-ს საფუძვლიანი ცოდნა
** რეზერვაციის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** ტურისტულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს თბილისის ცენტრში
** სამედიცინო დაზღვევას და ფიტპასში ჩართულობას
** ინფო ტურებს საქართველოს მასშტაბით
** განვითარების პერსპექტივას
** სრულ სამუშაო განაკვეთს: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე

თუ გავაღვივეთ თქვენი ინტერესი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@georgia-insight.eu

მოხარული ვიქნებით თქვენი გაცნობით!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია