Робота для біженців з України
რისკის მთავარი ოფიცრის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რისკის მთავარი ოფიცრის მოადგილე
მომწოდებელი: საქართველოს საპენსიო ფონდი
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 10 მარტი
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს მთავარი რისკის ოფიცრის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალობით როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაოდენობრივი მეთოდები ან სხვა შესაბამისი მიმართულებით მიღებული უმაღლესი განათლება.
** ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** მთავარი რისკის ოფიცრის მოადგილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს რეზიდენტი პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით;
** სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ ენას.
** საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატები (FRM, CFA, PRM ან ეკვივალენტი) წარმოადგენს მნიშვნელოვან უპირატესობას.
** საინვესტიციო და საკრედიტო რისკების რაოდენობრივი შეფასების მეთოდების საფუძვლიანი ცოდნა (VaR, CVaR, stress testing, scenario analysis და სხვ.);
** ფინანსური მათემატიკის, მოდელირების, სიმულაციების და სტოქასტური მეთოდების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
** კომპანიების ფინანსური ანალიზის (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები) სიღრმისეული ცოდნა;
** პროექტების ფინანსური მოდელირების გამოცდილება (IRR, NPV, DSCR, sensitivity/scenario analysis);
** რისკის მართვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის, პოლიტიკების, პროცესებისა და ბაზელის პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:

** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ლიდერობა;
** მოლაპარაკების უნარები;
** გუნდურობა;
** სტრატეგიული აზროვნება;

დამატებითი ინფორმაცია:

** დასანიშნი პირის შესაფერისობა უნდა შეფასდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის N51/04 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესი წესის" შესაბამისად და გათვალისწინებით. აღნიშნული ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6430669?publication=0
** არ შეიძლება საპენსიო ფონდის მთავარი რისკის ოფიცრის მოადგილედ დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად.

ფუნქცია- მოვალეობები:

** საინვესტიციო პორტფელების კომპლექსური რისკ-ანალიზის განხორციელება, მათ შორის: პორტფედეპაების მომგებიანობის (performance) შეფასება; საბაზრო რისკის ანალიზი; VaR, CVaR და სხვა რაოდენობრივი მეტრიკების მონიტორინგი; საკრედიტო რისკის შეფასება პორტფელისა და ემიტენტის დონეზე; ლიკვიდობის რისკის ანალიზი;
** საინვესტიციო ლიმიტების, რისკ-ლიმიტების და რეგულატორული მოთხოვნების დაცვის მუდმივი მონიტორინგი; post-trade კონტროლების ეფექტიანობის შეფასება; საინვესტიციო პროცესის შესაბამისობის (compliance) შემოწმება შიდა პოლიტიკებთან, საინვესტიციო მანდატთან და მოქმედ რეგულაციებთან;
** საკრედიტო ანალიზი და კონტრაგენტების შეფასება;
** კონტრაგენტების, ემიტენტების და საინვესტიციო პარტნიორების კრედიტუნარიანობის შეფასება;
** ფინანსური ანგარიშგებების სიღრმისეული ანალიზი;
** საკრედიტო რეიტინგების, default probability-ის და credit spread-ების შეფასება;
** სტრეს ტესტები და სცენარული ანალიზი;
** რისკების აგრეგირება და რეპორტინგი;
** საინვესტიციო და აგრეგირებული რისკის ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
** რისკის ანალიზის შედეგების წარდგენა რისკის კომიტეტისა და მმართველობით საბჭოსთვის.
** რისის მართვის ჩარჩოს, რისკის აპეტიტის ჩარჩოსა და სხვა შესაბამისი პოლიტიკებისა და პროცედურების დახვეწასა და განვითარებაში მონაწილეობა;
** ორგანიზაციაში ძლიერი რისკის კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
** მთავარი რისკის ოფიცრის მხარდაჭერა საინვესტიციო რისკების სტრატეგიის განსაზღვრასა და განხორციელებაში;
** რისკის რაოდენობრივი მოდელების, ანალიტიკური ინსტრუმენტებისა და ავტომატიზებული კონტროლის სისტემების განვითარების მხარდაჭერა.

გამოცდილების შეფასებისას, მთავარი რისკის ოფიცრის მოადგილის კანონით დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:

** საპენსიო ან საინვესტიციო ფონდის აქტივების მართვა;
** საბანკო სექტორი და ფინანსური ბაზრები;
** ფინანსური სექტორისთვის რელევანტური სამართლებრივი მოთხოვნები;
** სტრატეგიული დაგეგმვა, საპენსიო ფონდის ბიზნესსტრატეგია და ბიზნესგეგმა;
** აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა;
** კორპორაციული მართვა, რისკის მართვა, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზი.

ასევე მხედველობაში მიიღება:

** წარსულში დაკავებული ხელმძღვანელი პოზიცია და მისი იერარქიული დონე;
** წარსულში დაკავებულ ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნის ხანგრძლივობა;
** იმ ორგანიზაციის საქმიანობა, კომპლექსურობა და ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც პირი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას;
** წარსულში დაკავებული ხელმძღვანელი პოზიციის კომპეტენციები და პასუხისმგებლობები;
** დაკავებული პოზიციის მეშვეობით შესაბამის სფეროში მიღებული დარგობრივი ცოდნა;
** დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** რეზიუმე, რომელიც უნდა შეიცავდეს კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დეტალებს (სამუშაო გამოცდილების ზუსტ პერიოდებსა და დეტალურ აღწერას). ასევე რეზიუმეში სავალდებულოა ორი პროფესიული რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება;
** სამოტივაციო წერილი, რომელშიც უნდა აისახოს კანდიდატის უპირატესობები და შესაბამისობა წინამდებარე განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებთან (არასავალდებულო);
** შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
** ნებისმიერი სხვა დოკუმენტი (სერტიფიკატი, ლიცენზია და სხვა) რომელიც ადასტურებს კანდიდატის კვალიფიკაციას;
** სავალდებულოა კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტის სათაურში აღნიშნული ვაკანსიის სრული დასახელების მითითება.

კონკურსის ეტაპები: კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** შესაფერისობის შემოწმება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 7 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge

საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://www.pensions.ge

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე