|
დასახელება:
შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე
|
| მომწოდებელი:
საქართველოს საპენსიო ფონდი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე.
სამსახურის ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალობით როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაოდენობრივი მეთოდები ან სხვა შესაბამისი მიმართულებით მიღებული უმაღლესი განათლება.
** ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს რეზიდენტი პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით;
** სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენას.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ლიდერობა;
** მოლაპარაკების უნარები;
** გუნდურობა;
** სტრატეგიული აზროვნება;
დამატებითი ინფორმაცია:
** დასანიშნი პირის შესაფერისობა უნდა შეფასდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის N51/04 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესი წესის" შესაბამისად და გათვალისწინებით. აღნიშნული ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6430669?publication=0
** არ შეიძლება საპენსიო ფონდის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფონდის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა და მარეგულირებელ აქტებთან და შიდა პოლიტიკის დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება;
** შიდა აუდიტორული საქმიანობის სისტემის ჩამოყალიბებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური მართვა და შიდა კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასების პროცესის შეფასება;
** ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებაში მონაწილეობის მიღება;
** შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების და
ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავებასა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენაში მონაწილეობის მიღება;
** ფონდის მენეჯმენტის მიერ შიდა და გარე აუდიტის შედეგებისა და მიღებული
რეკომენდაციების შესაბამისი ღონისძიებების დროულად და ადეკვატურად განხორციელების მონიტორინგი;
** მმართველობითი საბჭოს, აუდიტისა და ფინანსების კომიტეტისა და ფონდის გენერალური დირექტორისთვის მიზნობრივი შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშის წარდგენა;
** მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
გამოცდილების შეფასებისას, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილისათვის კანონით დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:
** საპენსიო ან საინვესტიციო ფონდის აქტივების მართვა;
** საბანკო სექტორი და ფინანსური ბაზრები;
** ფინანსური სექტორისთვის რელევანტური სამართლებრივი მოთხოვნები;
** სტრატეგიული დაგეგმვა, საპენსიო ფონდის ბიზნეს სტრატეგია და ბიზნესგეგმა;
** აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა;
** კორპორაციული მართვა, რისკის მართვა, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზი.
ასევე მხედველობაში მიიღება:
** წარსულში დაკავებული ხელმძღვანელი პოზიცია და მისი იერარქიული დონე;
** წარსულში დაკავებულ ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნის ხანგრძლივობა;
** იმ ორგანიზაციის საქმიანობა, კომპლექსურობა და ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც პირი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას;
** წარსულში დაკავებული ხელმძღვანელი პოზიციის კომპეტენციები და პასუხისმგებლობები;
** დაკავებული პოზიციის მეშვეობით შესაბამის სფეროში მიღებული დარგობრივი ცოდნა;
** დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
** რეზიუმე, რომელიც უნდა შეიცავდეს კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დეტალებს (სამუშაო გამოცდილების ზუსტ პერიოდებსა და დეტალურ აღწერას). ასევე რეზიუმეში სავალდებულოა ორი პროფესიული რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება;
** სამოტივაციო წერილი, რომელშიც უნდა აისახოს კანდიდატის უპირატესობები და შესაბამისობა წინამდებარე განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებთან (არასავალდებულო);
** შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
** ნებისმიერი სხვა დოკუმენტი (სერტიფიკატი, ლიცენზია და სხვა) რომელიც ადასტურებს კანდიდატის კვალიფიკაციას;
** სავალდებულოა კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტის სათაურში აღნიშნული ვაკანსიის სრული დასახელების მითითება.
** კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურსში აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის შემდეგ მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსის ეტაპები: კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** შესაფერისობის შემოწმება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 7 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://www.pensions.ge
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
|
|
|
|