|
დასახელება:
კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით მარნეული-წალკის მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
იზივეი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი მიკროავტობუსით მარნეული-წალკის მიმართულებით სამუშაოდ.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მიკროავტობუსი (მარშრუტკა)!
ძირითადი მოვალეობა: მარნეულისა და წალკის რაიონში გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
პირობები:
** მისამართი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. 64;
** სამუშაო არეალი: მარნეული, წალკა;
** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე, შაბათ-კვირა - დასვენება;
** ანაზღაურება: 70-80 ლარი დღეში + საწვავი.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი მიკროავტობუსი (მარშრუტკა);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება,
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მეილზე: hr@easyway.ge
დამატებით კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 23 80 03.
|
|
|
|