Робота для біженців з України
IT მხარდამჭერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდამჭერი
მომწოდებელი: ITCS
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 20 მარტი
შპს "ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდამჭერის პოზიციაზე ბათუმში.

დედლაინი: 20 მარტი

პოზიციის მოვალეობებია:

** ობიექტებზე ადგილზე გასვლით ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და კომპეტენციის ფარგლებში აღმოფხვრა
** გაწერილი რეაგირების ვადების დაცვა
** ტექნიკური მოწყობილობების (მონიტორი, მინი კომპიუტერი, ფისკალური აპარატი, ტერმინალი) ფიზიკური ინსტალაცია და გამართვა
** დადგენილი სტანდარტების დაცვა
** კვირაში არანაკლებ 30 საათის მუშაობის შესაძლებლობა
** თუ ხარ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი და სურვილი გაქვს მოხვდე რეალურ IT სამყაროში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. პოზიციისთვის საჭირო ცოდნას აქ, ჩვენს გუნდში მოხვედრისას გაგიზიარებთ.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** სწავლასთან შეთავსებული სამუშაო გრაფიკი

გამოცდილ IT გუნდთან მუშაობით, საშუალება გექნება მიიღო პროფესიული გამოცდილება და განივითარო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ასევე, შესაძლებლობა მოგეცემა მოხვდე რეალურ სამუშაო გარემოში და გამოავლინო საკუთარი უნარ-ჩვევები.

lika.imerlishvili@atwolves.com

კომპანია უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე საქართველოს მასშტაბით და მისი დამკვეთები სხვადასხვა პროფილის ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები არიან. გუნდში მოხვედრით კი გეძლევა შესაძლებლობა დაწინაურდე სხვა პოზიციებზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და აუცილებლად მიუთითოთ დასახელებაში "ვაკანსია-ბათუმში".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან!

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე