Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=705229&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: DMG Development
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
DMG Group მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგია, რომელიც ოპერირებს ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ჰოსფითალითი და აგრონომია. ჯგუფის საქმიანობა ეფუძნება ინოვაციურ განვითარებას, გრძელვადიან სტრატეგიულ ზრდასა და იმ ბიზნესების ხელშეწყობას, რომლებიც საკუთარ სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებენ. კომპანიის მიზანია ძლიერი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული პლატფორმის შექმნა პროფესიონალებისთვის, რომლებიც ეძებენ კარიერულ წინსვლასა და ხარისხიან სამუშაო გარემოს.

DMG Development, როგორც ჯგუფის შვილობილი კომპანია, ქმნის პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. კომპანიის ხედვა აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და მშენებლობის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც ფუნქციური და ღირებულებით მდიდარი სივრცეების შექმნას ემსახურება. პროექტებზე მუშაობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის პროფესიონალები, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორი პაბლო ბოფილი.

DMG Development აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მელიქიშვილის 8ა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (09:00-18:00, ან 11:00-20:00)

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** ოფისის სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
** სტუმრების გამასპინძლება;
** სამზარეულოსა და სველი წერტილების დასუფთავება;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: careers@dmg-group.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია