Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=705228&print=yes&view=jobs
 
მნიშვნელოვან პირებთან ურთ.მენეჯერი/სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მნიშვნელოვან პირებთან ურთ.მენეჯერი/სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 15 მარტი
მნიშვნელოვან პირებთან ურთიერთობის მენეჯერი / სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი

ამერიკული და ევროპული ფარმაცევტული კომპანიების ოფიციალური პარტნიორი კავკასიაში, აცხადებს ვაკანსიებს, შემდეგ პოზიციებზე: მნიშვნელოვან პირებთან ურთიერთობის მენეჯერი და სამედიცინო წარმომადგენელი.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი (წლიური)
** დამატებითი პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯები, სატელეფონო ხარჯები
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური უნარ-ჩვევები, გუნდთან მუშაობისა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

ფუნქცია-მოვალეობები:

მნიშვნელოვან პირებთან ურთიერთობის მენეჯერი

** კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის სრულფასოვნად ცოდნა და პრომოციისთვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება
** ბაზრის კვლევა და ანალიზი
** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** სამედიცინო დაწესებულებისა და მნიშვნელოვანი კლიენტების რეესტრის შექმნა, სამუშაო განრიგის დაგეგმვა და შესრულება
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენა
** სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ. მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება, შესრულებული სამუშაოების პერიოდული ანალიზი
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის უზრუნველყოფა კომპანიის პროდუქტების მომხმარებლებთან

სამედიცინო წარმომადგენელი:

** კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის სრულფასოვნად ცოდნა და პრომოციისთვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება
** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესრულება
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენა
** სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ. მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** სააფთიაქო ქსელების ობიექტების მონიტორინგი
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად, შესრულებული სამუშაოების პერიოდული ანალიზი

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV (რეზიუმე) და ფოტო შემდეგ მისამართზე: pharmcapitalotc@gmail.com

საგნის ველში ("subject") მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია მნიშვნელოვან პირებთან ურთიერთობის მენეჯერი ან სამედიცინო წარმომადგენელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კანდიდატის შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება 2 ეტაპად.

CV (რეზიუმე) გამოგზავნის საბოლო ვადა: 15.03.2026

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "ფარმკაპიტალისთვის" მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი, ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია