Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=705195&print=yes&view=jobs
 
აღრიცხვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
სტაბილური და მზარდი კომპანია აცხადებს მიღებას აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ ხართ დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობიანი და გიყვართ წესრიგი ციფრებსა და დოკუმენტებში - ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 1400 ლარი (დარიცხული)

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური შედარების წარმოება პარტნიორ კომპანიებთან;
** მიღება-ჩაბარებების მომზადება;
** შემოსული და გასული საფინანსო დოკუმენტების აღრიცხვა;
** პარტნიორებთან ხელშეკრულებების განახლების შემდეგ ფინანსური ცვლილების ასახვა ანგარიშგების ფაილებში;

მოთხოვნები

** მინიმალური განათლება - ბაკალავრის დიპლომი (ბუღალტერია, ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება);
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური - რუსული ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება კონკურენტულ უპირატესობად;
** ვადების ეფექტურად მართვის უნარი;
** Microsoft Office- ის ცოდნა;

პიროვნული უნარები

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებული და ყურადღებიანი;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScaQfVFcELUJ6iLREjM2d4EKlmf1uO_lXUoELt5UlRALk6RpQ/viewform?usp=header
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია