|
დასახელება:
მუშა
|
| მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
ივანე ჯავახიშვილის სახელობის "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს მიღებას მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილებაში მუშის (10 ვაკანსია) პოზიციაზე:
მუშის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით.
მუშის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
** უნივერსიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე ტექნიკური პერსონალისთვის ფიზიკური დახმარების გაწევა;
** საოფისე და საყოფაცხოვრებო ავეჯის, ასევე ინვენტარის გადატანა/გადაზიდვა;
** უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა.
აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს:
პირადობის მოწმობის ასლი;
ავტობიოგრაფია/CV.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს: ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება კორპორატიულ სადაზღვევო სისტემაში.
გასაუბრება ჩატარდება 4 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში. დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. ოთახი 118)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 577943905
|
|
|
|