|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ბებე+
|
|
გამოქვეყნდა: 03 მარტი
/ ბოლო ვადა: 03 აპრილი
|
ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "ბებე+" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ლოკაცია: სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა"
თუ გიყვართ მოდის სფერო, კომუნიკაცია და გსურთ სტაბილური შემოსავალი მეგობრულ გარემოში — ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!
რას გთავაზობთ:
** 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი (მცოცავი), კვირაში 6 დღე
** სტუდენტებისთვის მოქნილი და მორგებული სამუშაო გრაფიკი (სასწავლო ცხრილის გათვალისწინებით)
** ანაზღაურება: 648 ლარი ფიქსირებული + ბონუსი
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დაწინაურების რეალური შესაძლებლობა 6 თვეში
თქვენი ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის განლაგება და მოწესრიგება მაღაზიის სტანდარტების შესაბამისად
** მომხმარებლების პროფესიონალური მომსახურება
** პროდუქციის შეთავაზება და დეტალური კონსულტაცია
** მომხმარებლის დახმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში
ვის ვეძებთ:
** პასუხისმგებლობიან და ენერგიულ კანდიდატს
** კომუნიკაბელურ და გუნდურ მოთამაშეს
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: bebeplus.pr@gmail.com.
|
|
|
|