|
დასახელება:
ციფრული მარკეტერი
|
| მომწოდებელი:
როვიქსი
|
|
გამოქვეყნდა: 03 მარტი
/ ბოლო ვადა: 02 აპრილი
|
"Rowix" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი/ოფისი/ჰიბრიდული
კომპანია "როვიქსი" წარმოვადგენს მზარდ ტექნოლოგიურ ორგანიზაციას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტილებებს. გუნდი გაფართოების პროცესშია, რის გამოც ვეძებთ კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ ციფრულ მარკეტერს, რომელიც დაგვეხმარება პროდუქტის ცნობადობის გაზრდასა და მომხმარებელთა მოზიდვაში.
ძირითადი მოვალეობები:
** ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია;
** სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, LinkedIn) მართვა და განვითარება;
** Google Ads და Facebook Ads კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
** SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) სტრატეგიის მართვა;
** კონტენტ-გეგმის შედგენა და კრეატიული მასალების მომზადების ზედამხედველობა;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის ანალიზი და რეპორტინგი (Google Analytics).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
** სარეკლამო პლატფორმების (Ads Manager, Google Ads) სიღრმისეული ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი და ზეპირი);
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად;
** საინტერესო პროექტებში მონაწილეობას.
განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://cv.rowix.com/
|
|
|
|