|
დასახელება:
მომხმარებელთა მხარდაჭერის და ხარისხის გაუმჯობესების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 03 მარტი
/ ბოლო ვადა: 03 აპრილი
|
შპს "ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი" ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მომხმარებელთა მხარდაჭერის და ხარისხის გაუმჯობესების მენეჯერი.
ჩვენს შესახებ
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
სამუშაო დრო და ადგილი:
** მისამართი: კ. ჩაჩავას ქუჩა N1
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; 09:00-18-00 საათამდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთა კითხვის/პრობლემების დროული გადაჭრა (ტელეფონით, ელფოსტით, ჩათით ან პირადად);
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი;
** მომხმარებელთა სერვისის სტანდარტების შემუშავება და მონიტორინგი;
** რეგულარული ანგარიშების მომზადება მომხმარებელთა მოთხოვნებისა და კომპლექტების შესახებ;
** ტრენინგების ორგანიზება თანამშრომლებისთვის უკეთესი მომსახურების უზრუნველსაყოფად;
** მომხმარებელთა პაციენტთა კმაყოფილებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, სასურველია ჯანმრთელობის, სამედიცინო ადმინისტრირების, ბიზნესის ან მართვის მიმართულებით.
პიროვნული თვისებები:
** კარგი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები;
** პროცესების ანალიზისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
** მომხმარებელთა უკუკავშირის დამუშავების გამოცდილება;
** ხარისხის სტანდარტების, SOP-ებისა და პროტოკოლების ცოდნა;
** კომპიუტერული უნარები: Microsoft Office, CRM სისტემები, მონაცემთა ანალიზის პროგრამები.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე hr@mmt.ge.
555511472
www.mmt.ge
|
|
|
|